|
2023-03-17 15:57:21, 1197 ნახვა
საზოგადოება
კაჭარავა - პეტიციის შექმნა ქართული სპორტის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა
ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა პეტიციას, სახელწოდებით "დატოვოს კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი". როგორც კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პეტიციის ავტორებს არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება და მის დაკნინებას ცდილობენ. „გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი „ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას, ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს ასობით მესიჯი, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს. ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტის წინააღმდეგ. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში, წყალბურთში. გვახსოვს, ისინი მიადგნენ წარმატებულ სპორტსმენებს. მათ არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში ხდება და ცდილობენ, როგორმე დააკნინონ. მე ამაზე გავიცინებ მხოლოდ“, - განაცხადა დავით კაჭარავამ. ცნობისთვის, "დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი", - ამ სახელწოდებით პეტიცია, რომელიც მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატის, დავით კაჭარავას რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებას მოითხოვს, გუშინ, 16 მარტს დარეგისტრირდა. პეტიციაში ნათქვამია, რომ დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, არ შეიძლება განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ის არის შემჩნეული ანტისახელმწიფორებრივ და მოღალატეობრივ პოზიციაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)