17:56 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 07:57:30, 1452 ნახვა

მსოფლიო
საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საფრანგეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა

საფრანგეთის მთავრობამ მიეღო რეზონანსული კანონი საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ, პარლამენტის ქვედა პალატაში კენჭისყრის გარეშე.

ღამით პარიზში, კონკორდის მოედანზე არეულობა დაიწყო. კანონის მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. პარიზში და მის შემოგარენში, კონკორდის მოედანზე, მომიტინგეებმა დაწვეს დაგროვილი ნაგავი და ქვები ესროლეს პოლიციელებს. პოლიციამ უპასუხა წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის ყუმბარებით.

როგორც BBC-ის კორესპონდენტებმა განაცხადეს საღამოს პარიზში, პოლიციის დახურულმა რიგებმა, ფარებითა და ხელკეტებით, დემონსტრანტების უმეტესობა გააძევა მოედნიდან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კვლავ ადგილზე დარჩა.

ეს კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებში, მან გამოიწვია მასიური პროტესტი და გაფიცვები მთელ ქვეყანაში. მაგრამ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ეს არის კრიტიკული რეფორმა, რომლის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკას სამწუხარო მომავალი ექნება მოსახლეობის დაბერების და საპენსიო ფონდების მზარდი დეფიციტის გამო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics