|
2023-03-15 11:25:18, 774 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასშტაბურ, 150 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს (GRAIL) იწყებს
სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასშტაბურ, 150 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს (GRAIL) იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტის” (GRAIL) ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია განხორციელდება; შედეგად, საპროექტო ტერიტორიებზე გაუმჯობესდება სარწყავი და სადრენაჟე მომსახურება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება; წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რაოდენობა, დამატებით, 27 ათას ჰექტარამდე გაიზრდება; ეროვნულ დონეზე გაძლიერდება ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები. „პროექტის მიზანია, სრულად შეცვალოს და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოდერნიზება გაუკეთოს სამელიორაციო სისტემების მართვას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს როგორც საექსპლუატაციო, ისე ბუნებრივი რესურსის ხარჯს. მართვის თანამედროვე სისტემა გულისხმობს მთელი რიგი ტექნოლოგიური და პროგრამული ნოვაციების დანერგვას. პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს შესაბამის სამთავრობო უწყებებთან. როგორც საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL), რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება და 6 წელს გასტანს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)