|
2023-03-15 10:49:51, 1539 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - BAU“ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, ,,ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში - BAU“ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროგრამების ირგვლივ ახალი იდეებისა და საჭიროებების გამოვლენა. ,,პერმანენტულად ვმართავთ მიზნობრივ შეხვედრებს სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, მოქალაქეებთან, საზოგადოების წევრებთან, რათა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა პროგრამა იყო პაციენტის საჭიროებებზე მორგებული, ვინაიდან ერთგვარი ინდიკატორი სწორედ პროგრამით მოსარგებლის კმაყოფილებაა. დღეს, შეხვედრა გავმართეთ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ გასული წლის თანამშრომლობა, გავაცანით მიმდინარე პროგრამები და მოვისმინეთ თუ რა შესაძლო ცვლილებები შეიძლება განახორციელოს სამინისტრომ კონკრეტულ სერვისებში“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული წვლილისათვის, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის დერმატოვენეროლოგი, ექიმი როსტომ ცინცაძე დააჯილდოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)