|
2023-03-13 19:05:42, 1006 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს
მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. განაცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით. "საქართველოს დასახლებულ ადგილებში მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობაა, თუმცა, ბოლო პერიოდში, მეტი ყურადღება ექცევა რეკრეაციული ზონების მოწყობის აუცილებლობას. ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეების შექმნით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ, დღეისათვის, მუნიციპალიტეტებს, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ურბანული ტერიტორიების გამწვანებისთვის ერთიანი სრულყოფილი სისტემა არ გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა, ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, მოამზადეს ურბანულ სივრცეებში გამწვანებისთვის გამოსაყენებელი მცენარეების სახეობათა სია. სამუშო პროცესში ჩართული იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების. ყველა რეგიონისთვის შეირჩა დასარგავად განსაზღვრული როგორც კულტივირებული და დეკორატიული, ასევე ადგილობრივი სახეობის მცენარეები, თითოეული რეგიონის მიკროკლიმატის გათვალისწინებით. აღნიშნულ ნუსხაში არ შედის მცენარეთა ის სახეობები, რომელთა დარგვა შესაძლოა არასასურველი იყოს ინვაზიური, ტოქსიკური თუ სხვა მიზეზების გამო. არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები. არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)