13:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 09:25:55, 1383 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ერთ წელიწადში 320 000 სახლს ააშენებს

მომდევნო წლის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლება 320 000 საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მოგზაურობისას განაცხადა. 

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს 2 თვეში ხელისუფლება 100 000 საკონტეინერო სახლის აშენებას აპირებს. მისივე თქმით, კატარი თურქეთს 10 000 საკონტეინერო სახლს გადასცემს, რომელიც ქვეყანამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეიძინა. 

„ჩვენ ვგეგმავთ 244 000 საცხოვრებელი კორპუსის და 75 000 სახლის მშენებლობას. გეგმას ერთ წელიწადში დავასრულებთ“, - განაცხადა მან.

ერდოღანის თქმითვე, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ახლა 426 000 კარავია გაშლილი. 

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. დაზარალდა მეზობელი სირიის სასაზღვრო რეგიონებიც.

გაეროს მონაცემებით , მიწისძვრის შედეგად 600 000-მდე შენობა განადგურდა ან ძლიერ დაზიანდა. დაზარალდა 2,7 მილიონი ადამიანი, დაიღუპა თურქეთისა და სირიის 50 ათასზე მეტი მცხოვრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics