|
2023-03-11 12:25:18, 1724 ნახვა
ეკონომიკა
აშშ-ში, გამოფენაზე „Vinexpo New York" ქართული ღვინო 26 კომპანიამ წარადგინა
ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York" ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, „Vinexpo New York"-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. "ამასთან ერთად, „Vinexpo New York"-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის იმპორტიორებს, კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners" და ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს („Amber Wine LLC", „Saperica", „Georgian House of Greater Washington") შეხვდნენ. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს, რომელიც აშშ-ში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს როგორც „ნიშურ" სეგმენტში, ისე სავაჭრო ქსელებში. აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია: 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)