07:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 14:08:22, 1042 ნახვა

საზოგადოება
გომური გახარიაზე - ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა Gen Z-სთან დგომა

სადმე ქუჩაში რო დაინახავთ აფურთხეთ პირში და სულში, არ მიუშვათ სადაც ხალხი იქნება,- ასე გამოეხმაურა 20 ივნისს, აქციის დაშლისას დაზარალებული მაკო გომური, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას.

გომური სოციალურ ქსელში 4 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ გახარიამ ადამიანები საკუთარ "სისხლში აბანავა" და "ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა".

"აი, ამას სადმე ქუჩაში რო დაინახავთ, აფურთხეთ პირში და სულში. არ მიუშვათ სადაც ხალხი იქნება, სადაც თქვენ იქნებით. და ყველა არხი რწყევა ხართ, სადაც ამას მოიწვევთ და რაიმეზე ასაუბრებთ, საერთოდ ყველა.

ტიპმა ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა. დაგერხევა შენც მალე შე მონა",- წერს მაკო გომური.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 8 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics