08:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 10:04:11, 1021 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის აპარატი - 9-10 მარტს, ვიზიტორებზე, აკრედიტებულ მედიასა და დეპუტატებზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, 7-8 მარტს საკანონმდებლო ორგანოს სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა.

როგორც აპარტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება.

მათივე ცნობით, ზარალის აღწერისა და მიყენებული ზიანის აღდგენის მიზნით, 9-10 მარტს, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიასა და პარლამენტის წევრებზე გავრცელდება.

"ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე.

 შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში.

ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება", - ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics