|
2023-03-08 00:34:05, 974 ნახვა
პოლიტიკა
პრაისი - ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს
ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს. როგორც პრაისმა ბრიფინგზე დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, აშშ დგას ყველასთან, ვინც თავის უნივერსალურ უფლებებს მშვიდობიანად გამოხატავს. „ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომლის თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლოებისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები გაიგონ, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)