15:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 18:30:15, 829 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ბიძინა ივანიშვილს კარტი აქვს გაშლილი ჩვენს დანებებაზე, რეჟიმს სიმრავლით უნდა ვაჯობოთ

 ამ კანონის მიღება ნიშნავს ბოლშევიკური კანონის დაკანონებას და ნიშნავს, რომ დამატებითი ტალღა დაარტყამს საქართველოს ემიგრაციული და ქვეყანა დაიცლება, სიმრავლით უნდა ვაჯობოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, თორემ სიმართლე ჩვენს მხარესაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. 

როგორც მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ახლა იწყება ისტორიული პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ გამარჯვებით არ დასრულდება. 

"სხვა გამოსავალი არ არსებობს, ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზება. ეს კანონი, რომელიც უნდათ რომ დააკანონონ, იმასაც გულისხმობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს სიცოცხლის უნარიანობა აღარ გვქონდეს. მაგრამ ეს ასე რომც არ იყოს, ეს საკითხი ეხება მთელ საზოგადოებას. ამასთან შეგუება უბრალოდ დაუშვებელია ჩემთვის და ათიათასობით ადამიანებისთვის. 

მე მივმართავ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, ვისაც არც "ქართული ოცნება" მოსწონდა და არც სხვა რომელიმე პარტია, მაგრამ უყვარდა, ნერვიულობდა და განიცდიდა ამ ქვეყნის მომავალზე. აი ეს ხალხი უნდა შევიკრიბოთ. ისტორიული არჩევანი უნდა გადავარჩინოთ და ამის შემდეგ, როცა შესაძლებელი გახდება ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება - გავიყოთ ათად, ოცად... ახლა კი ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. ამ კანონის მიღება ნიშნავს ბოლშევიკური კანონის დაკანონებას და ნიშნავს, რომ დამატებითი ტალღა დაარტყამს საქართველოს ემიგრაციული და ქვეყანა დაიცლება. ხალხის რაოდენობა, სიმრავლით უნდა ვაჯობოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, თორემ სიმართლე ახლა ჩვენს მხარესაა. ახლა ბიძინა ივანიშვილს კარტი აქვს გაშლილი ჩვენს დანებებაზე. თუ ეს კანონი მიიღეს, აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ დეპუტატს სანქცია, ეს ამინდს ვერ შეცვლის. ახლა იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ. ეს ისტორიული პროცესია. აქ შედეგი იქნება ორი - ან მრავალი ათწლეულით დამარცხება ჩვენი ან ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ",- განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა, "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო.

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics