15:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 16:45:03, 908 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - კობახიძე ხელისუფლებაში რომ აღარ იქნება, ქუჩაში ვერ გავა - ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს

შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში "უცხოური აგენტების შესახებ" კანომპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა და უთხრა, რომ "როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნება, ქუჩაში ვერ გავა, რადგან ქართველი ხალხისგან ღალატის გამო საკადრის პასუხს მიიღებს".

"რადგან შენიშვნებს იძლევა პარლამენტის თავმჯდომარე, რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ - გეუხერხულებათ, მოღალატეეებს რომ გეძახიან?! არ გადამრიოთ. მოღალატეეები ხართ თქვენ აქ ყველა, ვინც დღეს ასე ჩუმად გამოიტანეთ ეს კანონი, თქვენ ხართ პრორუსი მოღალატეები და არა მხოლოდ თქვენ, თქვენს შთამომავლობას გაყვება ეს სახელი - მოღალატეების. ამას უნდა შეეგუოთ. უნდა შეეგუოთ იმას, რომ - ახლა კობახიძე რომ ზის და შლის ხელებს, მაგარი ბიჭი რომ ჰგონია თავი და რომ ჰგონია, რომ მთელი საქართველო შეუძლია დაიკიდოს და მაინც ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა, ქუჩაში ვერ გავა, ხელისუფლებაში რომ აღარ იქნება. ქუჩაში ვერ გავა იმიტომ, რომ ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს ქვეყნის ღალატის გამო... ამიტომაც, შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები", - მიმართა წითლიძემ უმრავლესობას. 

ცნობისთვის, პარლამენტმა, "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო.

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics