15:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 16:07:07, 941 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა, "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო.

პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ანტიდასავლური მოძრაობის წარმომადგენელს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც კანონპროექტის მთავარი მომხსენებელია, მიმართა კითხვით, თუ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, თუკი აღნიშნული კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას დააზიანებს.

"ბ-ნო გურამ, მე ასეთი შეკითხვა მაქვს - დავუშვათ, საბოლოო ჯამში, გაირკვეს, რომ ამ კანონმა ხელი შეუშალა ჩვენს ევროინტეგრაციას და გაირკვა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო მიმართული ევროინტეგრაციისკენ, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე? და რა არის ის მიჯნა, როდესაც თქვენ იტყვით, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. შეიძლება არ გვინდოდა კონსტიტუციის დარღვევა, არ გვინდოდა ევროინტერგრაციისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ასე გამოვიდა. თქვენთვის რა იქნება ამის მანიშნებელი, როცა თქვენ იტყვით, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაიღვა და ის, რაც თქვენ გინდოდათ, არ გამოვიდა", - მიმართა ხვიჩიამ მაჭარაშვილს.

ცნობისთვის, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics