|
2023-03-07 14:50:44, 732 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი უფრო მყარი იყო
გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი, თავის დროზე უფრო მყარი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, უნდა დაუბრუნდეს მანდატებს და საკანონმდებლო ორგანოში გამართონ "დემოკრატიული დისკუსიები". "გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ე.წ მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ კუპონიც კი, თავის დროზე უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს ეს ე.წ მთავარი ოპოზიცია და რადიკალური ბანაკი პარლამენტში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბატონი გოცირიძე, ქალბატონი დეკანოიძე ვერ გიშველით და ვერ შეასრულებს თქვენს მისიას. მოიყვანეთ თქვენ მიერ არჩეული ახალი სარდლობა, დევ-გმირები, რომელიც ციხესიმაგრეების დანგრევით იმუქრებოდნენ, დასხედით და მონაწილეობა მიიღეთ დებატებში, აჩვენეთ ხალხს რა შეგიძლიათ და რა ოპოზიცია ხართ. ჯერჯერობით ამას ვერ აკეთებთ. სამწუხაროა, რომ პარლამენტში არ ყოფნასა და ყოფნის დროს დესტრუქციაში ხართ გაჭედილი. თქვენ არ მოგწონთ დემოკრატია, დისკუსია მიუღებელია თქვენთვის და რაც ყველაზე ცუდია, სხვისი გაკეთებული ნებისმიერი კარგი საქმე მიუღებელია. სწორედ ამიტომ ქვეყნის და ხალხის ინტერესებში მოდიხართ წინააღმდეგობაში",- განაცხადა თალაკვაძემ.
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)