10:16 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 14:08:36, 945 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენაში „Foodex Japan 2023" მონაწილეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების გამოფენაში „Foodex Japan 2023" მონაწილეობს.

„აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. „FOODEX JAPAN" 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. „Foodex Japan"-ში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2015 წლიდან ეძლევა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. COVID-19 პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ, ეს იქნება იაპონიაში ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური წარდგენა", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

აღსანიშნავია, რომ, გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ იაპონურ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan" და „Wine and Gourmet Japan", მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში და ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში.

განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში  231 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 68%-ით მეტია 2021  წლის მაჩვენებელზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics