|
2023-03-07 13:42:06, 1277 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ჩვენ თვითონ შევთავაზეთ რამდენიმე თვის წინ, რომ მათ შეეძლოთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, და ჩვენი შეთავაზება ძალაშია
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში პოლონელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთავაზება იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, რაზეც პასუხი არ მიუღია, და შეთავაზება დღემდე ძალაშია; პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით კი, უწყებასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. „ჩვენ თვითონ შევთავაზეთ რამდენიმე თვის წინ, რომ მათ შეეძლოთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, და ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენთან არ ყოფილა არავითარი კომუნიკაცია ამ საკითხზე. შეთავაზება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ძალაშია. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ჩამოიყვანონ და ჩართონ მკურნალობის პროცესში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)