|
2023-03-07 11:51:40, 1034 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლებას არავის მივცემთ
ვის დავუჯეროთ და ვის არ დავუჯეროთ, რას დავუჯეროთ? დავუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებსა და საკუთარ გონს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომდგენლებს ბიუროს სხდომაზე. პაპუაშვილის განცხადებით, "ხალხის ძალის" კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის "პროპაგანდისტული ბუშტი" გასკდება, რაც მათ მიმართ ნდობის შესუსტებით დასრულდება. "ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტიც, გასკდება და საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა და ამიტომ გეუბნებით, ნაცვლად პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი პატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცეთ, ჩემ უკან ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი არის გამოსახული, არავის მივცემ უფლებას რუსეთთან პარალელების. არავის მოგცემთ უფლებას, პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე "ხალხის ძალის" კანონპროექტის პლენარულ სესიაზე გატანის დრო უნდა გადაწყვიტონ. პარალელურ რეჟიმში, პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)