16:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 23:15:28, 1139 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ერთადერთი კანდიდატურაა ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია, თუმცა საკითხი მალე გადავწყვიტეთ, იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ 2 არგუმენტი წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

მან დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება.

"ერთადერთი კანდიდატურაა ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია, თუმცა საკითხი მალე გადავწყვიტეთ. აქვე გაგიმხელთ, რომ იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ 2 არგუმენტი წარმოდგენილი - რამდენიმე დეპუტატის მხრიდან გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და შესაბამისად შემდგომში სახალხო დამცველი, ასევე გაიხსენეს რამდენიმე განცხადება მის მიერ წარსულში გაკეთებული, რომელიც არ იყო რელევანტური. მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ.

საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით. ასევე მის პიროვნებასთან და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია. ყველაფერი უნდა გავაკეტოთ, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება", - თქვა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics