16:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 21:01:18, 1149 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - რუსული კანონით აპირებენ, რომ მეორედ მოახდინონ საქართველოს გასაბჭოება

პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას ამ კანონის წინააღმდეგ აქვს შედეგი, ეს უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ფრაქცია"ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტების შესახებ კანონპროექტი არის რუსული და რუსული კანონით "ქართული ოცნება" აპირებს, მეორედ მოახდინოს საქართველოს გასაბჭოება.

მან საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გამოვიდეს აქციაზე, რომელიც ხვალ დილის 9 საათზე გაიმართება, ვინაიდან მოსახლეობის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.

"პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას ამ კანონის წინააღმდეგ აქვს შედეგი, ეს უნდა გაგრძელდეს. არ მიიღება არანაირი არგუმენტი, რომელიც დღეს ისმოდა, ეს არის რუსული კანონი და რუსული კანონით აპირებენ, მეორედ მოახდინონ საქართველოს გასაბჭოება.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, სადაც ერთობლივად მოხდება სტრატეგიის და გეგმების შემუშავება და ნაბიჯების მომზადება, ხვალ კიდევ ერთხელ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მოვიდნენ აქციაზე დილით 9 საათზე, ვინაიდან 10-ზე იქნება ბიურო და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ხმა ფიზიკურადაც ესმოდეს "ქართულ ოცნებას" პარლამენტის შენობაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics