16:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 20:30:23, 1088 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა

ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის, საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური ძალა, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოს მომავლისთივს, იქნება ეს არასამთავრობო სექტორები თუ ყველა ის ადამიანი, რომლებიც რეალურად ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე.

მან ასევე დაანონსა, აქცია, რომელიც ხვალ 9 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

"ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის, საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა.

პირველი, ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური ძალა, რომელიც ნამდვილად მთელი ამ წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქორბს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ, ეს საფრთხე არის პირველ რიგში "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად.

ჩვენ გელოდებით ხვალ პარლამენტთან 9 საათზე, იმიტომ რომ, 10 საათზე არის ბიუროს სხდომა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი, ამიტომ ხვალ ეს ნამდვილად უნდა იყოს ნაჩვენები", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics