10:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 17:16:38, 1456 ნახვა

საზოგადოება
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ - წლის მთავარი სპორტული მოვლენის ფინიშის ხაზთან

საქართველომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა და მსოფლიო სპორტულ რუკაზეც საპატიო ადგილი დაიკავა.  წლის მთავარი სპორტული სანახაობის ერთ-ერთი სპონსორი „მაზდა ცენტრი თეგეტა“  იყო.

იაპონური ბრენდი ბაკურიანში, მთავარ საშეჯიბრო ტრასასთან საგანგებოდ მოწყობილი ინსტალაციით წარდგა. თხილამურებით გაფორმებული „მაზდა CX5“ მონაწილეებს ფინიშის ხაზთან ელოდა.

თამარ ხოსროშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვფიქრობ,მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება, რომელიც წელს ბაკურიანში გაიმართა, ქვეყნის მთის კურორტებისა და სამთო სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხარია, რომ ამ დიდ საქმეში მაზდა ცენტრი თეგეტას საკუთარი ლილი შეაქვსჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება ერთ-ერთი პრიოიტეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილეებსა თუ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ მაზდას უახლეს მოდელსMazda CX5-ს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საკმაოდ დიდი თოვლის პირობებში მაზდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რთული კლიმატი მისთვის დაბრკოლება არ არის“.

წლის ყველაზე ექსტრემალური ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც 42 ქვეყნიდან 700-ამდე  სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ პირველობისთვის შვიდ სახეობაში იასპარეზეს.

კურორტის სტუმრებისთვის წლის მთავარი სპორტული მოვლენა სანახაობრივი და მრავალფეროვანი იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა „მაზდა ცენტრი თეგეტა“.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში უწევს მომსახურებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics