16:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 15:55:14, 513 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი პირველი მოსმენით განიხილეს

პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივასასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაციას ისახავს მიზნად.

პენიტენციური კოდექსი  გააუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
  • გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
  • გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და     გააუმჯობესებს;
  • გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
  • მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა ამჟამად მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი. გადაისინჯა როგორც კოდექსის  სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე.
ახალი პენიტენციური კოდექსი იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი ჯგუფისა (საქართველოს პარლამენტი, რელევანტური სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური) და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატშიც აქტიური მსჯელობის საგანი იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics