16:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 14:25:00, 528 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ამ კანონპროექტზე ხმის მიცემა ყველას გადაწყვეტილი აქვს

ამ დარბაზში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ევროსაბჭოში საქართველოს და ამბობენ, იცით რა, მერე რა მოხდა, რომ ევროსაბჭოში ნეგატიური დასკვნა იყო ამ კანონპროექტზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება უკვე ყველას გადაწყვეტილი აქვს.
დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა და ჰკითხა, რატომ არ შეხვდნენ შშმ პირებს, სანამ კანონპროექტს დააინიცირებდნენ. 

''მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ გახლდით, ყველაფერი მოვისმინე აქამდე. 
ამ კანონპროექტზე ხმის მიცემა ყველას გადაწყვეტილი აქვს. ამ დარბაზში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ევროსაბჭოში საქართველოს და ამბობენ, იცით რა, მერე რა მოხდა, რომ ევროსაბჭოში ნეგატიური დასკვნა იყო ამ კანონპროექტზე? როდესაც წარმოადგენ საქართველოს დელეგაციას და ევროსაბჭოში გამოდიხარ საქართველოს სახელით, ევროსაბჭოს განცხადება უნდა გქონდეს წარმოდგენილი. 

მე მაქვს ორი კითხვა: პირველი - ფარას რომ ადარებთ, რომ თურმე ამერიკული კანონპროექტი ყოფილა და რუსული არა, მე მაინტერესებს, ფარაში შესწორებები, რომელიც შევიდა 1939 წლის შემდეგ. 1966 წელს შესწორება, რომელიც შევიდა ფარაში, ვინ იცის, ვის წაუკითხავს და პრინციპების დონეზე ვის განუხილავს?! არც არავის. ბატონო ანრი, თქვენ მინდა გკითხოთ,სანამ არ ამ კანონის დაინიცირება მოხდებოდა, რატომ არ შეხვდით შშმ პირებს? რატომ არ შეხვდით ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მუშაობდნენ?'' - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ​ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics