17:12 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 12:31:33, 667 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი არმაზ ახვლედიანს - ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერია

ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის - ასე უპასუხა  უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ არმაზ ახვლედიანს, რომლის თქმით, „ქართული ოცნება“ 2024 წლისთვის ემზადება, რომ მოწმენდილი ველი იყოს. 

ირაკლი ჩიქოვანმა დასვა კითხვა - არის თუ არა რუსული საქმე, როდესაც 2020 წლიდან სხვას არაფერს ვხედავდით, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების საბოტაჟი ხდებოდა. 

„ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, თითქოს ჩვენ 2024-ისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს,  ბატონო არმაზ, დამიჯერეთ, ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის. მეორე მხრივ გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და როდესაც ეს ბატონები და ქალბატონები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, რომლის კლოუნი ლიდერი დღეს აქ  დახტოდა ჭინკასავით, საბოტაჟს უწევდა პარლამენტს. არის თუ არა ეს რუსული საქმე?“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ​ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics