|
2023-03-06 12:20:29, 588 ნახვა
პოლიტიკა
თამარ კორძაია - საპირფარეშოში რომ წავიდეთ, დაცვის სპეციალური სამსახურის თანხმობით გვიშვებენ
ოპოზიციონერი დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შესვლას ცდილობენ, სადაც "უცხოური აგენტების" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის თანამშრომლები ამის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რუსული კანონის მიღებას ახდენს ისე, რომ დისკომფორტი არ შეექმნას. "არავინ არაფერს გვეუბნება, ყველა მხრიდან ვცადეთ დარბაზში შესვლა, მეორე სართულზე გადაკეტილია, მესამე სართულზე გადაკეტილია, აბსოლუტურად ყველა მხრიდან დგას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და პარლამენტის წევრებს გვეკრძალება გადაადგილება. საპირფარეშოში რომ წავიდეთ, დაცვის სპეციალური სამსახურის თანხმობით გვიშვებენ. აი, ეს ხდება დღეს. ანრი ოხანაშვილი ახდენს რუსული კანონის მიღებას, ისე რომ დისკომფორტი არ შეუქმნას არც ერთმა ოპოზიციის დეპუტატმა. დღეს რუსიფიკაციას ვუყურებთ პარლამენტში",- განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)