17:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 09:52:01, 903 ნახვა

პოლიტიკა
ნუ დაუშვებთ, რომ საქართველოში უკანონოდ აცხადებდნენ ევროპულ მისწრაფებებს - EYP-ის 162 წევრი

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს 162 წევრი „უცხოური გავლენის გამოჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,  ევროპის ახალგაზრდული პარლამენტისთვის სიახლე არ არის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ შეზღუდა EYP-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და ახალგაზრდების ჩართვა EYP-ის ღონისძიებებში სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა ბელარუსში. ~

 

"ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის,
უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი
გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენს მრავალწლიან მცდელობას, ქართველი ახალგაზრდები, სკოლის
ასაკიდანვე ერკვეოდნენ ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებში, ჩამოიყალიბონ თანამშრომლობა ევროპელ თანატოლებთან და საქართველო ბუნებრივი დანიშნულების ადგილად აქციონ ქსელის საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. ევროპული ღირებულებები გამოცდილებების გაზიარებასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენი ქსელისთვის სიახლე არ არის პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონი. სწორედ მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ შეზღუდა EYP-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და ახალგაზრდების ჩართვა EYP-ის ღონისძიებებში სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა ბელარუსში. ჩვენი კოლეგები აღნიშნული ქვეყნებიდან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო გაზრდილი საფრთხეების გამო.

გთხოვთ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიოთ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს. ნუ დაუშვებთ, რომ საქართველო შემდეგი იყოს ისეთი ქვეყნების სიაში, სადაც უკანონოდ აცხადებენ ახალგაზრდების ევროპულ მისწრაფებებს.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ქსელი 40 ევროპული ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს
არაფორმალური განათლების პლატფორმის გარშემო. მისი მიზანია დემოკრატიული, მშვიდობიანი, მდგრადი და ღია საზოგადოების ფორმირება, რომლის განვითარებაშიც ახალგაზრდების ჩართულობა განმსაზღვრელია.

EYP საქართველო, კავკასიის რეგიონში, ქსელის პირველი წარმომადგენელია და 2007 წლიდან უქმნის საქართველოს ახალგაზრდებს პლატფორმას დისკუსიისთვის, დებატებისთვის ევროკავშირში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

აღიარებიდან დღემდე, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ოჯახის წევრობა მათი ევროპული მისწრაფებების გამოძახილი და სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან თანასწორ პირობებში ინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობაა. EYP საქართველომ ორჯერ, 2013 და 2017 წლებში, თბილისში უმასპინძლა ქსელის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას - საერთაშორისო სესიას, რომელმაც დედაქალაქში თავი მოუყარა 40-მდე ქვეყნის 600-ზე მეტ ახალგაზრდას. ჩვენ ვამაყობთ, რომ დაარსებიდან დღემდე, EYP საქართველოს სესიებში 10 000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული",- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას თან ახლავს ორგანიზაციის 162 ყოფილი და მოქმედი წევრის ხელმოწერა, სია განახლებადია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics