|
2023-03-05 17:31:54, 1656 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში სომხური პროვოკაციის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები - თავდაცვის სამინისტრო
სომხური პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანში რამდენიმე სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. - ამის შესახებ Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სომხური მხარე აცხადებს, რომ პოლიციელებისა და თავდაცვის არმიის სამხედრო მოსამსახურეების თავდაცვითი და შემაკავებელი მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის მხარეს მიმდებარე პოზიციებზეც არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. „ჩვენ მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკიდან სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და პერსონალის ტრანსპორტირების შესახებ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით არის განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი ხანკენდი-ხალფალი-ტურშუს გრუნტის გზის გასწვრივ. 5 მარტის დილით, მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა უკანონო სამხედრო გადაზიდვების მატარებელი მანქანების დაკავება და შემოწმება სცადეს. ცეცხლი მოპირდაპირე მხრიდან გაჩნდა, შეტაკების შედეგად ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აცხადებენ შსს-ში. მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედრეობს შორის სროლის შედეგად დაიღუპა 3 სომეხი პოლიციელი და დაშავდა კიდევ ერთი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)