|
2023-03-05 12:37:50, 920 ნახვა
პოლიტიკა
„პუტინს ჩემი ჩამოხრჩობა სურდა“ - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ რუსეთსა და საქართველოს მომავალზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან წერილობით ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტზე, საქართველოს მომავალსა და მის პატიმრობაზე. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, ვლადიმერ პუტინმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი დოლარი გადაუხადეს, რათა მის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. „პუტინმა თქვა, რომ კვერცხებით ჩამომკიდებდა. მან და დიმიტრი მედვედევმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უნდა გავსამართლებულიყავი. ბიძინა ივანიშვილს - ჩემს მემკვიდრეს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იბრძოდა - ორი მილიარდი დოლარი მისცეს საარჩევნო კამპანიისთვის. პირველი ბრალდება მაშინ წამომიყენეს, როცა ოდესის გუბერნატორი ვიყავი და იქ რუსების ექსპანსია შევაჩერე. დღეს საქართველოს ეკუთვნის რუსი ოლიგარქი და მას შუა საუკუნეების ფეოდალი მართავს. ივანიშვილს რუსეთთან ჭიპლარი აქვს მიბმული. მას მოსწონს რუსული პოლიტიკური სისტემა, ამავდროულად, ის და მისი მარიონეტები დასავლეთს ადანაშაულებენ, რომ მე გამომგზავნა მათ დასამხობად, რაც სრული სისულელეა. ივანიშვილს არ ახარებს ის დიდი სიმპათია, რომლითაც მე ვსარგებლობ დასავლეთში. ისიც ჩუმად და უხმოდ გადასცემს საქართველოს პუტინს. მაგრამ ჩემს გარშემო არსებულმა ყურადღებამ ჩაშალა ეს გეგმა. მათ არ სურთ, რომ უკრაინაში დავბრუნდე და დავეხმარო ზელენსკის. პუტინმა თქვა, რომ მაწამებს და მომწამლავს. როგორც თავად მარია ზახაროვამ თქვა, რომ ჩემი პატიმრობა და მძიმე მდგომარეობა რუსეთის გამარჯვებაა“, - ამბობს სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი მკვლელობა ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასასრულს ნიშნავს და ქვეყანას ჩიხში ჩააგდებს. "საქართველოსთვის ჩემი მკვლელობა ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასასრულს ნიშნავს... ხანდახან ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სამოქალაქო ომის დაწყება უნდა. ისინი ფიქრობენ, რომ ამით შეძლებენ თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებას. ევროპული პერსპექტივა არ მოკვდება, მაგრამ ჩემი სიკვდილი ნამდვილად გამოიწვევს დიდ ქაოსს საქართველოში",- განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)