17:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-04 16:40:42, 767 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას

გავაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, ამ კანონის მიღებით გადაიყვანოს ქვეყანა ევროპული გზიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან აზრი არ აქვს ლოდინს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვენეციის კომისია ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ რაც არ უნდა ეწეროს ვენეციის კომისიის დასკვნაში, მაინც აპირებენ კანონის მიღებას.

„ჩვენ, გავაგრძელებთ ყველანაირ მცდელობას, ძალისხმევას, საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში და ასეთი არის მოსახლეობის უმრავლესობა, რათა ხელი შევუშალოთ „ქართული ოცნების“ გეგმას, გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა ევროპული მომავლის გზიდან, მათ შორის, ამ კანონის მიღების გზით. შესაბამისად, გაგრძელდება პროტესტი.

იცით, რომ ჩვენ მოვუწოდეთ საზოგადოებას, შეიკრიბონ და შესაბამისად, მომავალ კვირას ვფიქრობთ, რომ იქნება კიდევ უფრო მწვავე პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, უამრავი ადამიანი ხმამაღლა ამბობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ბიძინა ივანიშვილი მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, როდესაც ცდილობს ამ კანონის გატანას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics