20:49 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 13:50:30, 710 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ომს არავისთან აპირებს, ჩვენ ყველასთან თანამშრომლობა გვსურს

 „რუსეთი ომს არავისთან აპირებს, ჩვენ ყველასთან თანამშრომლობა გვსურს“,-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პუტინის განცხადებით, არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთის წინაარმდეგ ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს ასე არა არის, თუმცა მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულია ძალები, რომლებიც ქვეყნის განვითარების შეჩერებას სცდილობენ.

„მსმენია განცხადებები, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს ასე არ არის,თუმცა არსებობს მცდელობა, რომ შეაჩერონ ჩვენი განვითარება სხვადასხვა საშუალებებით, არის მცდელობა გაყინოს საბჭოთა კავშირის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წყობა და ამას ერთი ლიდერი ხელმძღვანელობს, რომელსაც სურს დარჩეს ლიდერად და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ხოლო სხვებისთვის მხოლოდ ის,  რასაც ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოისურვებს.  ასეთი მსოფლიო მოწყობა არასდროს არ იქნება მიღებული რუსეთისთვის. თუ ვინმეს აწყობს და სურს  ნახევრად ოკუპაციის პირობებში ცხოვრება,  ეს მათი სურვილია, მაგრამ ჩვენ ამას არ შევურიგდებით, თუმცა ომსაც არავისთან ვაპირებთ, ჩვენ ყველასთან გვსურს თანამშრომლობა. ხოლო ის მცდელობები, რასაც ადგილი აქვს, მათ შორის სანქციები ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არავის გაუხარდება და ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც ჩვენია ვერ იქნება ეფექტური, თუმცა გარკვეული ზიანი მაინც მოაქვს. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ  და გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, მათ შორის ეკონომიკის სფეროშიც“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეები, 5 საათის განმავლობაში უკრაინაში არსებულ ვითარეაბას განიხილავდნენ, თუმცა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა მოსკოვი კომენტარის გარეშე დატოვეს.

ასევე, დღეს მერკელი, ორლანდი, პუტინისა და პოროშენკოს შორის სატეეფონო მილაპარაკებაა დაგეგმილი.

მოლაპარაკებაზე მხარეები მინსკის შეთანხმების შესრულების გზებზე უნდა შეჯერდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics