|
2023-03-03 18:59:24, 777 ნახვა
პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - პოლონელი ექსპერტები ეწვევიან საქართველოს და ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ
პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ეწვევიან საქართველოს. ისინი ჩაუტარებენ ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 27-მა სახელმწიფომ იუსტიციის სამინისტროს დემარშით მიმართა, პოლონელებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყვნენ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებინათ კვლევა. მან დასძინა, რომ რამდენადაც მათთვის ცნობილია, პოლონელების ვიზიტი საქართველოს მთავრობასთან არის შეთანხმებული. "პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ეწვევიან საქართველოს. ისინი ჩაუტარებენ ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას. მოგეხსნებათ, რომ 27-მა სახელმწიფომ მიმართა დემარშით იუსტიციის სამინისტროს და აქედან გამომდინარე პოლონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება. როგორც ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, ეს შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ არ ვეთანხმებით იმ პოზიციას, რაც განჩინებებშია ასახული და სამხარაულის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პენიტენციურმა სამსახურმა. ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს დასკვნას ამიტომ, ეს არ იქნება არც ერთი მხარე, ჩამოვლენ ექსპერტები და გააკეთებენ დასკვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება სააკაშვილის საქმეში" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)