|
2023-03-03 14:14:10, 703 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გუშინ რუსი ივანიშვილი პუტინივით მოიქცა - არაფრის შეგეშინდეთ, პუტინისტებს ბეჭებზე დავდებთ
არაფრის არ შეგეშინდეთ, პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა, სადაც "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნაწილია გადაყვანილი. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ, "ივანიშვილი პუტინივით მოიქცა" და მშვიდობიან მანიფესტაციაზე სტუდენტები, არასამთავრობოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები დააკავა. "პუტინისტებმა რუსული კანონის განხილვის პარალელურად, დააკავეს ანტიპუტინისტური კანონის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები, მშვიდობიანი მანიფესტანტები. აქ იყვნენ ახალგაზრდები - სტუდენტები, ენმ-ის წევრები, არასამთავრობოების წევრები, დააკავეს ჟურნალისტები. გუშინ, რუსი ივანიშვილი მოიქცა ისე, როგორც იქცევა ხოლმე პუტინი მოსკოვის ცენტრში გამართული აქციების პარალელურად. 36 ადამიანი ჰყავთ დაკავებული და იზოლატორში გამოკეტილი, მათ შორის პატარა პუტინისტები რომ არიან, იგივე სირაძეები, ბზიშვილები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირები არიან და გამოირჩევიან აგრესიით. ეს ორი ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა გუშინ და იცავდნენ პუტინის რუსულ კანონს. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები აპროტესტებენ გარუსებას და უნდათ თავისუფალ, ცივილურ ქვეყანაში ცხოვრება, ამის გამო დააკავეს. ახლა ვართ ერთ-ერთ იზოლატორთან, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება. ჩვენი იურისტი ეცდება ყველას მონახულებას. ჩართული არიან არასამთავრობოებიც. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთი სტუდენტი არის ნაცემი და ჩაუტარდა ექსპერტიზაც. ყველამ უნდა იცოდეთ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ, ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე ყოველ მიზეზგარეშე. არავინ იფიქროს, რომ ვინმე სადმე რამე ბრძოლაში მარტოა, მთელი საქართველო ჩვენთან ერთად არის. მომავალში ბევრი ბრძოლა მოგვიწევს და ვიბრძოლებთ ბოლომდე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 2 მარტს "უცხოური აგენტების შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს", შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 36 ადამიანი დააკავა. აღსანიშნავია, „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვლის შუა რიცხვებში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)