17:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 14:05:20, 998 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ შსს-ს შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა

მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა,- ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც NGO-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს

"2023 წლის 2 მარტს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან აქციას პოლიციის მხრიდან 36 პირის, მათ შორის, ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ წარსულშიც არაერთხელ მომხდარა ამ მუხლების გამოყენებით მშვიდობიანი აქტივისტების დაკავება და მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. 

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ წარსულშიც არაერთხელ მომხდარა ამ მუხლების გამოყენებით მშვიდობიანი აქტივისტების დაკავება და მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. 

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რა გახდა დაკავებულთა გარკვეული ნაწილის ამ დრომდე იზოლატორებში დაყოვნების საფუძველი და რატომ არ გათავისუფლდნენ ისინი სხვა პირების მსგავსად ღამით, ხელწერილის საფუძველზე.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;

- დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;

- დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და  დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

- დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება",- აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
  • უფლებები საქართველო
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG 
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა, სამართალდამცვებმა ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" გენერალური დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი, „ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი, ენმ-ის წევრი გიორგი პატარაია და სამოქალაქო აქტივისტი ნიკა კვიტატიანიც დააკავეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics