17:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 09:08:44, 705 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა

დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა, - ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. 

მისი თქმით, რუსეთის ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად "მშვიდობიანი მეთოდით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა". 

"დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა. ის, ვინც ბევრს ყვიროდა, სხდომას შლიდა, ბევრჯერ იხსენიებდა სიტყვას ევროპა - მათი ქცევა და მიდგომა პარლამენტისადმი არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ევროპულ სტანდარტში. ჯერ გავიხსენოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს: იმედი მაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. რუსეთს არაერთი თავისი აგრესიისა და ბოლოს უკვე 2008 წლის ომის შედეგად, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ჩვენ ამ დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მეთოდით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. იმედი მაქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 36 ადამიანი დააკავა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics