|
2023-03-02 23:54:33, 870 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა
ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა, არამარტო მატყუარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის მეორე ვერსია ამერიკული კანონის იდენტურია და მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ აშშ-ის ნაცვლად საქართველო წერია. "ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა, არამარტო მატყუარა. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ ამერიკული მანქანები. ჩამოიყვანე "ფორდი" ან "კრაისლერი" და გიმტკიცებენ, რომ ეს არის "მოსკვიჩი" ან "ჟიგული" - ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე. ეს ხომ ტყუილიც არ არის. რა შეიძლება ამას დაარქვა? არის ორი კანონი. ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც ამტკიცებდნენ, რომ რუსულიაო. ერთადერთი, რაც ჩანაცვლებულია, ისაა, რომ აშშ-ის ნაცვლად საქართველო წერია", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტთანაც, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)