17:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 21:16:32, 657 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი სამართალდამცველებს - ბიჭებო, რუსეთთან ნაომარი ხართ, გადადგით ნაბიჯი - ივანიშვილი თქვენ გარეშე არ არსებობს

სამართალდამცავებმა უნდა იცოდნენ - თქვენ ამაგრებთ რუსულ ძალას, პუტინისტებს - რომ არა თქვენ, ერთ სააათში ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი ფიზიკურად აღარ იარსებებს - იცოდეთ, გაქვთ ცოტა დრო - პუტინთან ნაომარი ხართ, რუსეთთან ნაომარი ხართ, ბიჭებო, გადადგით ნაბიჯი, ბიძინა ივანიშვილი თქვენ გარეშე არ არსებობს, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებს.

ხაბეიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალოვან უწყებას კრემლისა და "პუტინისტური კანონის" დაცვას აიძულებს და "ეს ადამიანები ისტორიაში შევლენ, როგორც მოღალეტე რეჟიმის გამმაგრებლები".

"ეს არის პუტინის კანონი, რომელსაც იღებენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. თქვენ ხედავთ, რომ თქვენსა და ჩვენს შორის ჩააყენეს პოლიცია და ივანიშვილს - რუსს უნდა, რომ ორი საქართველო აჩვენოს. არ არსებობს ორი საქართველო. ერთი საქართველოა, რომელსაც უნდა ევროკავშირში; რომელსაც უნდა ცივილიზებულ სამყაროში; რომელსაც არ უნდა რუსეთში; რომელსაც არ უნდა ანწუხელიძის მკვლელთან. როგორ შეიძლება ვინმეს უნდოდეს - ამ ქვეყნის მოქალაქეს გარდა ღარიბაშვილისა, კობახიძისა, რუსეთის აგენტებისა - ამათ გარდა, არავის არ უნდა რუსეთთან. უნდა იცოდნენ სამართალდამცველებმა, რომ როგორც კი, ერთ საათში ეს ხალხი არ დაუდგება "რუსულ ოცნებას" გვერდით, ბიძინა ივანიშვილი აღარ იარსებებს, გაიქცევა ამ ქვეყნიდან. ამ ადამიანებს, ჩვენ შორის რომ ჩააყენეს და თითქოს ჰგონიათ, რომ ვინმეს მივაწვები, ამ ადამიანების დიდ ნაწილს ნაომარი აქვს რუსეთის წინააღმდეგ და დღეს აიძულებენ, რომ კრემლი დაიცვან და დაიცვან პუტინისტური კანონი. ნახევარზე მეტს ეკეთა ნიღბები იმიტომ, რომ არ უნდათ ოჯახის წევრებმა დაინახონ. ეს ადამიანები ისტორიაში შევლენ, როგორც მოღალეტე რეჟიმის გამმაგრებლები. რეჟიმს ახლა ესენი ამაგრებენ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს - ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ეს არის "რუსული ოცნების" დასასრულის დასაწყისი. ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ პუტინისტების წინააღმდეგ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ პუტინზე, გაჭირვებასა და ივანიშვილზე... ბიძინა ივანიშვილი და მისი პუტინისტური ძალა უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში. სამართალდამცავებმა უნდა იცოდნენ - თქვენ ამაგრებთ რუსულ ძალას, პუტინისტებს - რომ არა თქვენ, ერთ სააათში ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი ფიზიკურად აღარ იარსებებს - იცოდეთ, გაქვთ ცოტა დრო - პუტინთან ნაომარი ხართ, რუსეთთან ნაომარი ხართ, ბიჭებო, გადადგით ნაბიჯი, ბიძინა ივანიშვილი თქვენ გარეშე არ არსებობს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics