17:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 20:28:53, 649 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - უნდა აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც მოსახლეობის არჩეულ გზას ეწინააღმდეგება

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

პრეზიდენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განიხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება “საგანგაშოა”.

“საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. 

ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას”, წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ საქართველოს პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული მთავრობა!", „არა რუსულ კანონს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics