17:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 19:09:16, 712 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც უკანონობას მაძალებს, ეს არის ჩემი ღირსება

მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა, მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს, რომ უკანონობას ვეზიარო, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

როგორც ყაველაშვილმა საკომიტეტო სხდომაზე აღნიშნა, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს წასულა და ამის უფლებას საკუთარ თავს არც მისცემს. 

"მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა, მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს, რომ უკანონობას ვეზიარო. დიახაც, არ მინდა! აი, ეს არის ჩემი ნათქვამი და ეს არის ჩემი ღირსება და ნუ მასწავლით, რა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპაა? სირცხვილია ეგეთი ევროპა. მე ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ და ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ასეთი აღვირახსნილი პროცესები, რაც დღეს ვნახეთ [მიმდინარეობდეს]. მე მინდა ღირსეული ევროპა",- განაცხადა ყაველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics