|
2023-03-02 18:25:20, 665 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი „ოცნებას“ - ალალად გვითხარით, რომ გინდათ რუსები და უფრო პატიოსნები იქნებით
როცა ყველა გირჩევს, რომ ნუ აკეთებ ამას, საით მიდიხარო გვეუბნება აშშ, ევროკავშირი. მოდი, ალალად თქვით, რომ გვინდა რუსეთი და ალალად მითხარი და უფრო პატიოსანი კაცი იქნები, თუ მეტყვი, რომ კი, ხოში მაქვს და რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანაო, - ამის შესახებ პარტია "მოქალააქების" წევრმა ალეკო ელისაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დასავლელი მეგობრების დამსახურებაა, რომ რუსის ტანკები არ შემოდიან საქართველოში, მეგობრების, რომლებმაც არ ცნეს აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკეულ ერთეულად და 30 წელია საქართველოს მზარდ მხარდაჭერას უწევენ, ხოლო ეს კანონი პირდაპირ პერსპექტივას უკლავს ქვეყანის ევროინტეგრაციას. "ჩვენი მეგობრები, ვისაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა ხელის გულზე უჭირავს, რუსის ტანკი რომ არ შემოვიდა იმათი დამსახურებაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ ცნეს, მათი დამსახურებაა. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არ ეშინიათ, აშშ-ის საელჩოების ეშინიათ. ხორბალი რომ შემოგვიტანეს, როცა საჭმელი არ იყო და რას ვჭამდით ღმერთმა უწყის, ეს ხალხი რომ გვეხმარებოდა და ახლაც რომ გვეუბნებიან, ნუ აკეთებთ ამას, ესაა ზუსტად ის, რაც გააკეთა პუტინმა და რუსეთმა. გვეუბნებიან, გინდათ ჩვენთან? გინდათ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ნუ აკეთებთ ამასო და რატომ აკეთებთ ამას? წავიდეთ ქუჩაში და ჯიპებიდან შეიძლება, არ ჩანს, მაგრამ გავიაროთ ნავთლუღის ბაზარში, იქ რომ ხალხია გაჭირვებული, ამაზე ფიქრობს, რომ ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ ამათმა, ესღა დარჩაო? ამას ხომ არ ფიქრობს? როცა ყველა გირჩევს, რომ ნუ აკეთებ ამას, საით მიდიხარო გვეუბნება აშშ, ევროკავშირი. მოდი, ალალად თქვით, რომ გვინდა რუსეთი და პატიოსნად გვითხარით. მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი? სულაც არ მინდა, ამაზე ვლაპარაკობდე. რა დროს ესაა, რატომ აკეთებთ ამას? პერსპექტივას უკლავთ ქვეყანას. მაშინ ალალად მითხარი და უფრო პატიოსანი კაცი იქნები, თუ მეტყვი, რომ კი, ხოში მაქვს და რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანაო და არ გახდება ეს ქვეყანა არასდროს რუსეთი, საქართველოა ეს", - განაცხადა ელისაშვილმა. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შეკრებილი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მიღება დაუშვებელია. მათ საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებითაც შეაცილეს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)