|
2023-03-02 17:31:53, 676 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო
პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ჟიული შარტავას დარბაზში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას, რომელიც ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, მმართველი პოლიტიკური გუნდი და ოპოზიციის ნაწილი ესწრება. მანამდე, ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ პარტიას კანონპროექტის განხილვის დაწყების უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც დარბაზში დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მას შემდეგ, რაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, კანონმდებლებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ დღეს, პარლამენტში შეკრებილი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მიღება დაუშვებელია. მათ საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებითაც შეაცილეს. მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე საპროტესტო აქციაც დააანონსეს. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)