17:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 16:32:01, 690 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოები - გეგმა არის წინააღმდეგობა ყველგან - რუსული კანონის მიღება დაუშვებელია

საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მიღება არის დაუშვებელი, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა პარლამენტში, სადაც  „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, სურდათ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კანონპროექტის განხილვას დასწრებოდნენ, მაგრამ დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს.

"ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. ეს არის რუსული კანონი. ეს რუსული კანონი არ უნდა იყოს მიღებული და ყველა დეპუტატს, ვინც დაუჭერს მას მხარს, პერსონალურად დაეკისრება პასუხისმგებლობა. მათ არგუმენტები არ უთქვამთ, მხოლოდ ის ადამიანები შეუშვეს, ვინც ემხრობა კანონს. საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მიღება არის დაუშვებელი", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონის მიღებით ცდილობენ, ქვეყანაში დიქტატურის დამყარებასა და "თავისუფლების ბოლო კუნძულების" მოსპობას.

"რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება, სადაც წესით, ქართული დემოკრატია უნდა ყვაოდეს, დღეს გადასარჩენად კი არ უნდა გვქონდეს საქმე, არამედ უნდა მსჯელობდეს საზოგადოება, როგორ წავიყვანოთ ქვეყანა უსაფრთხოებისა და თავისუფლებისკენ, დღეს ხდება ის, რომ გააქვთ რუსული კანონი კომიტეტის სხდომაზე, რომელზე დასასწრებადაც არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ და ვეწინააღმდეგებით ამ კანონს. კორდონმა შეუშვა ჩუმად და მოულოდნელად "ხალხის ძალის" წარმომადგენლები. ეს არის ერთი კანონის დარღვევა, მაგრამ ამაში აღარ მივდივარ. ყველას მივმართავ - ეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის პრობლემა კი არ არის, ეს არის ამ ხალხის მცდელობა, რომ დაამყარონ დიქტატურა და მოსპონ თავისუფლების ბოლო კუნძულები და თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენს გვერდზე. გეგმა არის - წინააღმდეგობა ყველგან, ვისაც როგორ შეუძლია. თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს ამ ქვეყანაში, რომ დაწვავს ყველა, ვინც იქნება თავისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი. 

ადგილზე შეკრებილი არიან არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. 

ადგილზე შეკრებილები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხოლოდ მათი მომხრეები დაუშვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics