23:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 14:51:08, 1428 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.

ხაჭაპურიძის თქმით, მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია.

"ახლა დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და მითხრა - მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძალაში დარჩეს მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება. ანუ სააკაშვილს უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე ისე, რომ სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაუტარებიათ. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი", - ამბობს ხაჭაპურიძე.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც და განმარტა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

"2023 წლის  2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება", - ნათქვამია მეორე ინსტანციის სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი 6 თებერვალს უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics