18:55 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 09:39:46, 448 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რატომ მოხდა ისე, რომ სტრასბურგი და ჰააგა საწვალებელი გახდა - ისკანდერის ნაწილი რომ დამალეს, ამის დავიწყება „ნაცებისთვის“ თავზე ხელის გადასმას ნიშნავს

გუნდს  ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, კომისია საჭიროა თუ არა, ეს კომპლექსური საკითხია, არ არის მარტივი ამბავი, ეს კომისია რას მოგვცემს, რას არა, რა შედეგები ექნება, რას გამოიძიებს ქვეყანა და ა.შ.,  მაგრამ მე პირადად, დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აგვისტოს ომის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძე სვამს კითხვას, რატომ მოხდა ისე, რომ სტრასბურგი და ჰააგა საწვალებელი გახდა?

„შეიძლება მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს კითხვები, ამის გამოც იყო საყვედურები ჩვენი მისამართით, რომ „ოცნება“ ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს. რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ, მგონია, რომ პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, შეიძლება მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე საუბრებს. მაგრამ არსებობს ისეთი კითხვები, რასაც დღესაც, ამ ეთერში დავსვამ და პასუხად, გარანტირებულად გეუბნებით, ხვალ დილიდან ისევ მივიღებთ რუსეთს.  როცა პასუხი არ აქვთ, გაკივიან რუსეთს. 

რატომ მოხდა ისე, რომ სტრასბურგი და ჰააგა საწვალებელი გახდა? მეასედ ვიმეორებ, მაგრამ არ შეიძლება ამის დავიწყება, ამის დავიწყება მართლა თავზე ხელის გადასმას ნიშნავს ნაცებისთვის. მაგალითად, ისკანდერის ნაწილი რომ დამალეს, დამალული რას ქვია, ამერიკელებთან იყოო, ამერიკელებთან რა უნდოდა, რა პასუხია, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო, სულ რომ ოჯახის წევრთან ყოფილიყო და გასაგებია, პარტნიორთან იყო, რა მნიშვნელობა აქვს, რატომ გაატანე, ვის გაატანე, უნდა წარგედგინა საქმეში და გაატანე სხვას, ვინც არ უნდა იყოს ის სხვა. რა არგუმენტია, ამერიკელებთან იყო? ანუ დამალეს ისკანდერის ნაწილები, შემდეგ ჩვენი მოსაძიებელი გახდა, იუსტიციის სამინისტრომ დიდი წვლილი შეიტანა მაშინ, უსაფრთხოების სამსახურებმა, მთელი სისტემა იყო ჩართული ამ ერთი ნაწილის, მთავარი მტკიცებულების მოპოვებაზე და დღეს რაღაც რომ მოხდება ხოლმე რუსეთუმეო, ჩვენსკენ იშვერენ ხელს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics