23:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 22:30:44, 1159 ნახვა

სამართალი
გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტი, ცოტნე ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტის, ცოტნე ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

მოსამართლე რეზო ნადოიმ ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად გამოაცხადა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

"ცოტნე ჯაფარიძე ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის წვრილმანი ხულიგნობა პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადოს სიტყვიერი გაფრთხილება", - განაცხადა მოსამართლემ.

ცოტნე ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ლოგიკური უწოდა, ვინაიდან მოცემულ საქმეს არ უნდა მოჰყოლოდა სამართალგართულება და დასძინა, რომ ოკუპანტი ქვეყნის მიმართულებით სიტყვების თქმა დასჯადი არ უნდა იყოს.

"მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ პროცესის შემდეგ ილაპარაკა ცოტნე ჯაფარიძემ. „ეს გადაწყვეტილება იყო ლოგიკური, იმიტომ რომ მტერს და ოკუპანტს (სასამართლოზე, რაც ვთქვი, იგივეს ვიმეორებ) ვერ ექნება იმის უფლება, რომ აქ რაღაც ზღვარგადასულად მოიქცნენ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ და გვაიძულონ რუსულად ვილაპარაკოთ, მათი მოსამსახურე პერსონალი ვიყოთ. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ამას არ უნდა მოჰყოლოდა არანაირი ზედმეტი სამართალგართულება. მოსამართლე შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით. პრინციპში ამას არ ვეთანხმები. სიტყვიერი გაფრთხილებაც არ უნდა იყოს ამაზე, ოკუპანტი ქვეყნის მიმართულებით რაღაც სიტყვების თქმა, დასჯადი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics