|
2023-03-01 16:32:26, 657 ნახვა
საზოგადოება
„ავტორიზაციის შეწყვეტა პოლიტიკურად მოტივირებულია“ - მარნეულში დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმი განცხადებას ავრცელებს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულება განცხადებას ავრცელებს. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას უსამართლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რასაც მათივე თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, განვითარებული მოვლენები ადასტურებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია და სწორედ სკოლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები ქართულ ენაზე გამართულად საუბრობენ, წერენ და კითხულობენ. „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა არაგეგმური მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკიდურესი გადაწყვეტილება, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის მიმდინარე წლის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების დღიდან სკოლამ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ავტორიზაციისა და მონიტორინგის პროცესები. ხაზგასასმელია, რომ ქ. მარნეულში მდებარე სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა უმრავლესობა არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. სწორედ სკოლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებსა და შედეგებს და გამართულად საუბრობენ, წერენ და კითხულობენ ქართულ ენაზე. აღნიშნული ფაქტი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას სახელმწიფო მოხელეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელთა საკუთრებაში არსებული სხვა სკოლების ირგვლივ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, განვითარებული მოვლენები ადასტურებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან, იგივე გზით ავტორიზაცია გაუუქმდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, ბათუმის სკოლა-ლიცეუმს, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას და შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს. ამავე პერიოდში, აღნიშნული სკოლების გენერალური დირექტორი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, დაკავებულ იქნა და იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 თვის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის სკოლა-ლიცეუმში ჩატარებული რიგგარეშე მონიტორინგი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში მოყვანილი ხარვეზები და საბჭოს მსვლელობისას ავტორიზაციის საბჭოს ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პროცესების გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების უფლებები და საუკეთესო ინტერესები და სასწავლო პროცესი შუა სემესტრში გაწყვიტა. საბჭო არ დაელოდა მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებასაც კი და სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა დაუყოვნებლივ. სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმება უსამართლოა. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე, სკოლა მიმართავს ყველა გზას სამართლიანობის აღსადგენად!“,- ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)