|
2023-03-01 13:46:21, 1387 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთის ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავალი 40%-ით შემცირდა
ანტირუსული სანქციების ფონზე, რუსეთის ფედერაციის ნავთობისა და გაზის საექსპორტო შემოსავალი ერთ წელიწადში თითქმის 40%-ით შემცირდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის შემოსავალმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან იანვარში 18,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 38%-ით ნაკლებია 2022 წლის იმავე პერიოდში მოსკოვის მიერ მიღებულ შემოსავალზე. IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა თქვა, რომ დასავლურმა ზომებმა რუსული ენერგოექსპორტის წინააღმდეგ მიაღწია მიზანს - ნავთობის ბაზრების სტაბილიზაცია და რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება. "ჩვენ ველით, რომ ნავთობისა და გაზის შემოსავლების ეს კლება უფრო მკვეთრი იქნება უახლოეს თვეებში. და კიდევ უფრო მკვეთრი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების ხელმისაწვდომობის გამო", - თქვა ბიროლმა. 2022 წელს რუსეთის ფედერაციამ ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან დაახლოებით 11,6 ტრილიონი რუბლი მიიღო. (154,68 მილიარდი დოლარი). უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, 2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის ნავთობის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ .ამიერიდან, ბარელზე 60 დოლარზე ძვირი ნედლეულის ტრანსპორტირება და დაზღვევა აკრძალულია. გარდა ამისა, 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების შეძენა აკრძალულია. სანქციების საპასუხოდ, 2023 წლის თებერვალში რუსეთმა ნავთობის მოპოვების შემცირება გამოაცხადა. 2023 წლის 27 თებერვალს რუსეთმა დაადასტურა, რომ პოლონეთში, დრუჟბას მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)