12:09 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 13:38:22, 586 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, მალიკ მუჰამმად ეჰსან ურ-რაშიდ კჰანს და დეივიდ გარრიგოს-სოლივას შეხვდა.

როგორც ცნობილია, საქართველო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წლის მაისში უმასპინძლებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 5 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები.

"მხარეებმა მიმოიხილეს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის გასაწევი სამუშაოები. როგორც აღინიშნა, ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა დიდი შესაძლებლობა იქნება საქართველოს მრავალმხრივ ფორმატში წარმოჩენისთვის.

ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics