|
2023-03-01 12:27:21, 808 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ საქართველოს მთავრობა ანტირუსებით არ შეიცვლება ან მეორე ფრონტს იძულებით არ გახსნის
საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ და აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა. როგორც შამბამ სოხუმში, კონფერენციაზე, სახელწოდებით "სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიღმა არა "რუსეთის სიყვარული" ან "აფხაზეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი", არამედ პრაგმატული ნაბიჯები დგას. "ჩვენ ახლა ძალიან ვართ დამოკიდებულები საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზე. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. გვესმის, რომ ჩვენი ენგურსმიღმა მეზობლის ასეთი პოლიტიკის უკან დგას არა რუსეთის მიმართ სიყვარული ან ჩვენთან ურთიერთობების დალაგების სურვილი, არამედ ეს არის პრაგმატული ნაბიჯები", - ამბობს შამბა და დასძენს, რომ ამის მიუხედავად, არ არსებობს გარანტია, რომ საქართველოს მთავრობა "ანტირუსი რადიკალებით არ შეიცვლება" ან "მეორე ფრონტს იძულების შედეგად არ გახსნის". ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჯარის რეფორმირების კონცეფციასა და სამობილიზაციო შესაძლებლობებზე უნდა კონცენტრირდნენ. "ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ შეიცვლება ანტირუსი რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული, რომ გახსნას მეორე ფრონტი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აფხაზეთში რამდენიმე საკითხზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. პირველი - ჩვენ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ჯარის სამობილიზაციო შესაძლებლობები და შესაბამისი დავალება პრეზიდენტის მიერ უკვე გაცემულია. მეორე - უნდა მომზადდეს ჩვენი ჯარის რეფორმირების კონცეფცია და მესამე - უნდა გავაგრძელოთ ახალი რუსული რეგიონების მხარდაჭერა", - განაცხადა შამბამ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)