12:08 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 11:47:53, 2097 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ქვეყნებიდან მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის“ (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადაიდო.

სისტემა, რომელიც შენგენის ზონასა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, 2023 წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო. 

აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემა შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.

ამასთან, როგორც ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ETIAS-ის რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა 3 წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის.

აღნიშნული მომსახურების გადასახადი კი 7 ევროთი განისაზღვრა, რომლის დაფარვაც 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის აუცილებელი იქნება, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.

ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამგზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს:

  • დაბადების ადგილს,
  • დაბადების თარიღს,
  • მისამართს,
  • ტელეფონის ნომერს,
  • განათლებას,
  • სამუშაო ადგილს.

გარდა ამისა, მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც პირველს მოინახულებენ.

განაცხადის ფორმაში მოქალაქეებს ასევე შეხვდებათ ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ჯანმრთელობაზე, ნასამართლეობაზე და ა.შ.

ევროკავშირის თქმით, ETIAS სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ბლოკს შენგენის ზონაში როგორც უსაფრთხოების, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics