|
2023-02-28 22:15:06, 798 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა - ნაცები უბრალოდ იტყუებიან
ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა - ნაცები უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ყავს - ნაცმოძრაობა და ქალბატონი პრეზიდენტი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ნარატივი არის ის, რომ თუ კი ვინმე დასვამს კითხვას, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის არის რუსეთუმე და მათ ეს არ გაუვათ. "რამდენიმე უმარტივესი სიმართლე: 1. ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა - ნაცები უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ყავს - ნაცმოძრაობა და ქალბატონი პრეზიდენტი. 2. სტრასბურგის განხილვის თემა უფლებების დარღვევებს შეეხებოდა - ეს დავა მოვიგეთ. 3. ჰააგის განხილვის თემა ომის დანაშაულს შეეხებოდა - ეს დავაც მოვიგეთ. 4. ნაცებმა მთავარი მტკიცებულება, რუსული “ისკანდერის” ნაწილი დამალეს, გამოძიებას არ წარუდგინეს. ის 2013 წლის შემდეგ ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული და წარდგენილი. 5. ნაცებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც რუსებს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზეც ხელი მოუწერეს. 6. ამ ყველაფრის ფონზე, ნაცებს კიდევ ყოფნით თავხედობა, ქონდეთ თემის შეტრიალების მცდელობა. 7. მთავარი კითხვა: რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას იმ მოცემულობით და რა შეიძლება დაერქვას მათ ამ ქმედებას ღალატის გარდა?! 8. ნაცების დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველის ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია. არ გაუვათ!!!", - წერს იონათამიშვილი.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)